Wednesday, March 18, 2015

Anfield

Anfield სტადიონზე დაგვიანებით მივედით, უფრო სწორედ აქ იკეტება ყველაფერი ძალიან ადრე. საიტზე მითითებული 5 საათი საერთოდ სტადიონის დახურვის დრო აღმოჩნდა. მუზეუმის ტური დაგვიანებული იყო, თუმცა მუზეუმში მაინც აგვიშვეს, თან უფასოდ. სულ 40 წუთი გვქონდა დახურვამდე
საოცარი ატმოსფეროა მუზეუმში, თან საუკუნის წინანდელ  ტყავის გაცვეთილ ბუცებს უყურებ, თან ეკრანზე კადრები გადის რომელიც ძალიან კარგად მახსოვს
სიგიჟე ფინალი და მილანთან მოგება
თასებით სავსე ოთახი და ჩემპიონთა ლიგის ორიგინალი თასი, რომელიც სტამბულიდან ჩამოიტანეს

დიდხანს ვეძებეთ კედლებზე რამე დინამოს თამაშის კადრი, სურათი  ან რამე მსგავსი, ვერაფერი ვიპოვეთ, აქ მარტო გამარჯვებები იყო
სურათების გადაღების და აჟიტირების მერე ლივერულის მაღაზიაში ჩავედით სუვენირებისთვის
კიბეებთან თანამშრომელი შეგვხვდა რომელმაც გვკითხა როგორ მოგვეწონა მუზეუმი და ა. შ.
ემოციების გაზიარების მერე ვუთხარით, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ჩვენ დაბადებულიც კი არ ვიყავით, ჩვენი ქვეყნის გუნდმა ლივერპულს მოუგო თამაში და მთელი ერი დღემდე ძალიან ამაყობს ამ მოგებით
დინამოც გაიხსენა
თბილისის არსებობაც
და წაგებული მატჩიც
ცოტა ხნის მერე როცა მაღაზიაში სუვენირებს ვარჩევდით, მოვიდა ჩვენთან, დატოვეთ ეგ ყველაფერი და გამომყვევითო
სამჯერ გამიმეორა, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, სად მივყავდით
არაფერი უთქვამს, just two minutes. შეგვიყვანა ლიფტში, მერე ბნელი დერეფანი გაგვატარა, მერე უკვე გულის ცემა ამიჩქარდა  მივხვდი სადაც მივდიოდით
ბნელი დერეფნის მერე ძალიან ლამაზი, პატარა და საყვარელი ენფილდი გამოჩნდა, ცარიელი და ჩუმი
კარგა ხანს ორივე დამუნჯებული ვუყურებდით
იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა,
იმიტომ რომ აქამდე მარტო ტელევიზორში გვენახა ორივეს ეგ სტადიონი და არა ერთხელ, 
იმიტომ რომ გული აგვიჩუყა იმ ადამიანის საქციელმა

ერთ დღეს ისევ შეიძლება მოვხვდე მანდ, მაგრამ ეგ 'გულის აჩუყება' არასდროს დამავიწყდება
მადლობა ალანს უცნაური და სასიამოვნო ორი წუთისთვის 

16.03.2015
Anfield 
Liverpool 

No comments:

Post a Comment