Saturday, October 3, 2015

Wrong

რატომ ვარ ყოველთვის არასწორ ადგილას, მაშინ როცა სხვაგან მინდა ვიყო
პროფესია არასწორი მქონდა არჩეული,
ვცხოვრობ არასწორ ადგილზე,
ვმუშაობ არასწორ ადგილზე,
ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებ არასწორ ადგილზე, არასწორი რამეების კეთებაში,
მიყვარდა არასწორი ადამიანი,
ირგვლივ მყავს არასწორი მეგობრები, რომელთაც სულ სხვა რამ ან საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ

და საერთოდაც

მგონი დეპრესია დამეწყო
ჟანგბადის და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტის გამო



Friday, March 20, 2015

Love has no Gender

მატარებელში ორი ქოჩორა ბიჭი შემოვიდა
ვარცხნილობით და ჩაცმულობით ტიპიური ბრიტანელები
ორივე ძალიან, ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ერთი განსაკუთრებით
თვალები ამიციმციმდა იმათი დანახვისას, მაგრამ იმათ ერთმანეთის დანახვისას უციმციმებდათ თვალები.

Love has no gender


Merseyrail train
UK, 2015

Wednesday, March 18, 2015

Anfield

Anfield სტადიონზე დაგვიანებით მივედით, უფრო სწორედ აქ იკეტება ყველაფერი ძალიან ადრე. საიტზე მითითებული 5 საათი საერთოდ სტადიონის დახურვის დრო აღმოჩნდა. მუზეუმის ტური დაგვიანებული იყო, თუმცა მუზეუმში მაინც აგვიშვეს, თან უფასოდ. სულ 40 წუთი გვქონდა დახურვამდე
საოცარი ატმოსფეროა მუზეუმში, თან საუკუნის წინანდელ  ტყავის გაცვეთილ ბუცებს უყურებ, თან ეკრანზე კადრები გადის რომელიც ძალიან კარგად მახსოვს
სიგიჟე ფინალი და მილანთან მოგება
თასებით სავსე ოთახი და ჩემპიონთა ლიგის ორიგინალი თასი, რომელიც სტამბულიდან ჩამოიტანეს

დიდხანს ვეძებეთ კედლებზე რამე დინამოს თამაშის კადრი, სურათი  ან რამე მსგავსი, ვერაფერი ვიპოვეთ, აქ მარტო გამარჯვებები იყო
სურათების გადაღების და აჟიტირების მერე ლივერულის მაღაზიაში ჩავედით სუვენირებისთვის
კიბეებთან თანამშრომელი შეგვხვდა რომელმაც გვკითხა როგორ მოგვეწონა მუზეუმი და ა. შ.
ემოციების გაზიარების მერე ვუთხარით, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ჩვენ დაბადებულიც კი არ ვიყავით, ჩვენი ქვეყნის გუნდმა ლივერპულს მოუგო თამაში და მთელი ერი დღემდე ძალიან ამაყობს ამ მოგებით
დინამოც გაიხსენა
თბილისის არსებობაც
და წაგებული მატჩიც
ცოტა ხნის მერე როცა მაღაზიაში სუვენირებს ვარჩევდით, მოვიდა ჩვენთან, დატოვეთ ეგ ყველაფერი და გამომყვევითო
სამჯერ გამიმეორა, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, სად მივყავდით
არაფერი უთქვამს, just two minutes. შეგვიყვანა ლიფტში, მერე ბნელი დერეფანი გაგვატარა, მერე უკვე გულის ცემა ამიჩქარდა  მივხვდი სადაც მივდიოდით
ბნელი დერეფნის მერე ძალიან ლამაზი, პატარა და საყვარელი ენფილდი გამოჩნდა, ცარიელი და ჩუმი
კარგა ხანს ორივე დამუნჯებული ვუყურებდით
იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა,
იმიტომ რომ აქამდე მარტო ტელევიზორში გვენახა ორივეს ეგ სტადიონი და არა ერთხელ, 
იმიტომ რომ გული აგვიჩუყა იმ ადამიანის საქციელმა

ერთ დღეს ისევ შეიძლება მოვხვდე მანდ, მაგრამ ეგ 'გულის აჩუყება' არასდროს დამავიწყდება
მადლობა ალანს უცნაური და სასიამოვნო ორი წუთისთვის 

16.03.2015
Anfield 
Liverpool 

Wednesday, January 28, 2015

ლოცვა მოდერნიზებულად

ამ საღამოს წირვაზე ვიყავი....Student friendly service არის ხოლმე კვირა საღამოობით.
ჯერ "აფრო-ინგლისელი" დრედლოკებიანი  გოგო მღეროდა ძალიან ლამაზად ძალიან ლამაზ კომპოზიციებს... ერთი ეგაა ტექსტში ერია სიტყვა ღმერთი, თანაც საკმაოდ ბერჯერ, თორე თავი როკ კონცერტზე მეგონა, ძალიან მაგარი ცოცხალი შესრულებით..
ზოგი მღეროდა მასთან ერთად, ზოგი ლოცულობდა, ზოგი ექსტაზში იყო, მუსიკისგან თუ ლოცვისგან ეგ ცოტა რთული გასარკვევია.
მერე ჯინსებიანმა მღვდელმა ბიბლიის გადაშლა გვთხოვა, რამდენიმე ჯგუფად დაგვყო და კითხვებიც მოგვცა რაზეც უნდა გვეფიქრა და გვემსჯელა.ლუკას სახარებიდან წავიკითხეთ სამი ნაწყვეტი.. მერე ეს ნაწყვეტები ჯგუფში განვიხილეთ, მერე ჯგუფის აქტიურმა წევრებმა უფრო დიდ ჯგუფში განიხილეს და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები..  
მე მაგ დროს ცოტა სხვა კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ეგ სხვა თემაა 😋😋
მერე იმაზე ვფიქრობდი ჩვენთანაც რომ ეგეთი სახალისო იყოს წირვათქო,მაგრამ ალბათ ჩვენთან მღვდელსაც  და ყველა იქ მყოფს ანათემაზე გადასცემდნენ მკრეხელობისთვის..
ამ წირვაზე მარტო პური და ღვინო მოგვცეს, სხვაგან ყავით და გემრიელი ნამცხვრითაც გიმასპინძლდებიან ხოლმე, 😜😜

ხო, გადავწყვიტე უცნაურ რამეებს გავუსინჯო ხოლმე გემო...დღეს ეს წირვა ერთერთი მათგანი იყო.

25.01.2015
Chester, UK