Saturday, October 3, 2015

Wrong

რატომ ვარ ყოველთვის არასწორ ადგილას, მაშინ როცა სხვაგან მინდა ვიყო
პროფესია არასწორი მქონდა არჩეული,
ვცხოვრობ არასწორ ადგილზე,
ვმუშაობ არასწორ ადგილზე,
ცხოვრების უმეტეს ნაწილს ვატარებ არასწორ ადგილზე, არასწორი რამეების კეთებაში,
მიყვარდა არასწორი ადამიანი,
ირგვლივ მყავს არასწორი მეგობრები, რომელთაც სულ სხვა რამ ან საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ

და საერთოდაც

მგონი დეპრესია დამეწყო
ჟანგბადის და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტის გამო



Friday, March 20, 2015

Love has no Gender

მატარებელში ორი ქოჩორა ბიჭი შემოვიდა
ვარცხნილობით და ჩაცმულობით ტიპიური ბრიტანელები
ორივე ძალიან, ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ერთი განსაკუთრებით
თვალები ამიციმციმდა იმათი დანახვისას, მაგრამ იმათ ერთმანეთის დანახვისას უციმციმებდათ თვალები.

Love has no gender


Merseyrail train
UK, 2015

Wednesday, March 18, 2015

Anfield

Anfield სტადიონზე დაგვიანებით მივედით, უფრო სწორედ აქ იკეტება ყველაფერი ძალიან ადრე. საიტზე მითითებული 5 საათი საერთოდ სტადიონის დახურვის დრო აღმოჩნდა. მუზეუმის ტური დაგვიანებული იყო, თუმცა მუზეუმში მაინც აგვიშვეს, თან უფასოდ. სულ 40 წუთი გვქონდა დახურვამდე
საოცარი ატმოსფეროა მუზეუმში, თან საუკუნის წინანდელ  ტყავის გაცვეთილ ბუცებს უყურებ, თან ეკრანზე კადრები გადის რომელიც ძალიან კარგად მახსოვს
სიგიჟე ფინალი და მილანთან მოგება
თასებით სავსე ოთახი და ჩემპიონთა ლიგის ორიგინალი თასი, რომელიც სტამბულიდან ჩამოიტანეს

დიდხანს ვეძებეთ კედლებზე რამე დინამოს თამაშის კადრი, სურათი  ან რამე მსგავსი, ვერაფერი ვიპოვეთ, აქ მარტო გამარჯვებები იყო
სურათების გადაღების და აჟიტირების მერე ლივერულის მაღაზიაში ჩავედით სუვენირებისთვის
კიბეებთან თანამშრომელი შეგვხვდა რომელმაც გვკითხა როგორ მოგვეწონა მუზეუმი და ა. შ.
ემოციების გაზიარების მერე ვუთხარით, რომ ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ჩვენ დაბადებულიც კი არ ვიყავით, ჩვენი ქვეყნის გუნდმა ლივერპულს მოუგო თამაში და მთელი ერი დღემდე ძალიან ამაყობს ამ მოგებით
დინამოც გაიხსენა
თბილისის არსებობაც
და წაგებული მატჩიც
ცოტა ხნის მერე როცა მაღაზიაში სუვენირებს ვარჩევდით, მოვიდა ჩვენთან, დატოვეთ ეგ ყველაფერი და გამომყვევითო
სამჯერ გამიმეორა, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა, სად მივყავდით
არაფერი უთქვამს, just two minutes. შეგვიყვანა ლიფტში, მერე ბნელი დერეფანი გაგვატარა, მერე უკვე გულის ცემა ამიჩქარდა  მივხვდი სადაც მივდიოდით
ბნელი დერეფნის მერე ძალიან ლამაზი, პატარა და საყვარელი ენფილდი გამოჩნდა, ცარიელი და ჩუმი
კარგა ხანს ორივე დამუნჯებული ვუყურებდით
იმიტომ რომ ძალიან ლამაზი იყო იქაურობა,
იმიტომ რომ აქამდე მარტო ტელევიზორში გვენახა ორივეს ეგ სტადიონი და არა ერთხელ, 
იმიტომ რომ გული აგვიჩუყა იმ ადამიანის საქციელმა

ერთ დღეს ისევ შეიძლება მოვხვდე მანდ, მაგრამ ეგ 'გულის აჩუყება' არასდროს დამავიწყდება
მადლობა ალანს უცნაური და სასიამოვნო ორი წუთისთვის 

16.03.2015
Anfield 
Liverpool 

Wednesday, January 28, 2015

ლოცვა მოდერნიზებულად

ამ საღამოს წირვაზე ვიყავი....Student friendly service არის ხოლმე კვირა საღამოობით.
ჯერ "აფრო-ინგლისელი" დრედლოკებიანი  გოგო მღეროდა ძალიან ლამაზად ძალიან ლამაზ კომპოზიციებს... ერთი ეგაა ტექსტში ერია სიტყვა ღმერთი, თანაც საკმაოდ ბერჯერ, თორე თავი როკ კონცერტზე მეგონა, ძალიან მაგარი ცოცხალი შესრულებით..
ზოგი მღეროდა მასთან ერთად, ზოგი ლოცულობდა, ზოგი ექსტაზში იყო, მუსიკისგან თუ ლოცვისგან ეგ ცოტა რთული გასარკვევია.
მერე ჯინსებიანმა მღვდელმა ბიბლიის გადაშლა გვთხოვა, რამდენიმე ჯგუფად დაგვყო და კითხვებიც მოგვცა რაზეც უნდა გვეფიქრა და გვემსჯელა.ლუკას სახარებიდან წავიკითხეთ სამი ნაწყვეტი.. მერე ეს ნაწყვეტები ჯგუფში განვიხილეთ, მერე ჯგუფის აქტიურმა წევრებმა უფრო დიდ ჯგუფში განიხილეს და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები..  
მე მაგ დროს ცოტა სხვა კითხვები მაწუხებდა, მაგრამ ეგ სხვა თემაა 😋😋
მერე იმაზე ვფიქრობდი ჩვენთანაც რომ ეგეთი სახალისო იყოს წირვათქო,მაგრამ ალბათ ჩვენთან მღვდელსაც  და ყველა იქ მყოფს ანათემაზე გადასცემდნენ მკრეხელობისთვის..
ამ წირვაზე მარტო პური და ღვინო მოგვცეს, სხვაგან ყავით და გემრიელი ნამცხვრითაც გიმასპინძლდებიან ხოლმე, 😜😜

ხო, გადავწყვიტე უცნაურ რამეებს გავუსინჯო ხოლმე გემო...დღეს ეს წირვა ერთერთი მათგანი იყო.

25.01.2015
Chester, UK

Wednesday, October 1, 2014

უტრაკო მორბენლის ჩანაწერები


მოდი ამ საღამოს ცოტას ვირბენ

პირველი წრე არც ისე კარგია ხოლმე
მეორეს არაუშავს
გამეხსნა
ჰმ,მგონი ჯანზე ვარ
მესამე 
მეოთხე
მეხუთე

კიდე ერთი
ერთიც ბარემ

მგონი კიდე გავქაჩავ
ჰმ..მაგარიაააა
ერთიც ბარემ
გავიწელები და კიდე ერთი
მეორეც



ძალიან შორია ჩემი სახლიდან ეს პარკი,50 მეტრს რა გაივლის....
ჯობია ტაქსი ამავე მხარეს გავაჩერო...




''უტრაკო მორბენლის ჩანაწერებიდან''

ზაფხულის რომელიღაცა თვე

 თბილისი

2014



Thursday, September 25, 2014

New challenge

ბევრჯერ ვყოფილვარ უცხო ადამიანებთან ერთად
მოგზაურობისას,
ლაშქრობაში,
კარავშიც კი...
მაგრამ ამის მსგავსი არაფერი მქონია..
ოთახში გერმანელ,ჩილელ,ნიგერიელ და საიდანღაციდან ადამიანებთან ერთად
სადაც ერთი მეორეს საწოლში უწვება პირველივე ღამეს
მესამეს უცნაური სუნი ასდის 
მეოთხე ჩუსტებს მთხოვს იმ არგუმენტით,რომ თავისი არ აქვს 
თან დაჟინებით მთხოვს უნივერსიტეტის საცხოვრებლის გაზიარებას

უცნაური გამოცდილებაა,მეტად უცნაური

თუმცა ხვალ,როცა ისევ მარტო გადავალ ოთახში,შევეცდები ამ რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო ღამის დავიწყებას..

25.09.2014
Chester

Tuesday, September 2, 2014

3 თავზეხელაღებულის პრაგულკა ყელიწადზე

ყველაფერი იმით დაიწყო,რომ ირაკლის საიდანღაც ყელიწადის ტბის ნახვის იდეა გაუჩნდა..
მგონი 2012 წელი იყო
იდეა იდეად რჩებოდა
არც ის ვიცოდით გაგვიშვებდნენ  თუ არა
მოგვცემდნენ თუ არა საშვს
არც გვიცდია რეალურად გაგებ
არადა სულ ვახსენებდით

შანსი გამოვიყენე,როცა ზურა ყუროს ქედის გასვლისთვის ჩვენს საშვებს აკეთებდა,ვთხოვე გაეგო ყელიწადის საშვების ამბავიც
პასუხი თიანეთში მიმავალმა მითხრა,რომ საშვებს აძლევდნენ და შეგვეძლო გვენახა ნანატრი ტბა
იმდენად აღვფრთოვანდი ახალი ამბით,გადავწყვიტე იმავე შაბათ კვირას წავსულიყავი,ვიცოდი დავითაც და ირაკლით თანახმა იქნებოდნე

ასეც აღმოჩნდა

მარშრუტს ღამე ერთად ვადგენდით,ძირითადათ ირაკლი და დავითა მუშაობდნენ რუკაზე,მე მარტო წვეტიანი აზრებს გადმოფრქვევით შემოვიფარგლებოდი :)

გადაწყდა,საშვებს მე მოვაგვარებდი,ბიჭები მარშრუტს შეადგენდნენ

მკველი პასუხიც გვქონდა კითხვაზე,თუკი ოსები დაგვიჭერდნენ
-         Я здесь гуляю
-         Мы здесь гуляем

ზურას და ბატონი გულადის დახმარებით მეორე დღესვე საშვები სახლში მქონდა უკვე
ძალიან სასაცლო იყო ის ქალი სასაზღვროში
-რა გინდათ ამ ყელიწადზე,სხვაგან წადით
-სხვაგანაც დავდივართ,
 მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი
-ხოდა ისევ სხვაგან წადით ,რაღა აქ მიდიხართ,სად უნდა გეძებოთ მერე  J

მაშინ და მის მერეც სულ მეგონა რომ ჩვენი გასვლის მთავარი რისკი ოსი სეპარატისტები იყვნენ,თუმცა სულ ტყუილად :/

დილით 8.30 დიდუბეში ვიყავით უკვე მე და დავითა,საკვების მარაგი შევივსეთ და სამსახურიდან გამოპარულ იკოს დავუწყეთ ლოდინი..
ავტოსტოპის იდეამ გაიმარჯვა ხმათა უმრავლესობით.

ჯერ საგურამოს მარშუტკა,მერე უცნაური ჭიათურელი ტაქსისტი,რომელმაც ლამის გადასახვევს გაგვაცდინა,40კმ/სთ მიმავალი მერსედესის მძღოლი,რომელმაც მსხალი გვაჩუქა  და მერე ცოოოტა ხანგრძლივი ლოდინი
დარიალი ჩაკეტილი იყო და ისედაც  მცირე რაოდენობის  მანქანებიდან არავინ გვიჩერებდა
ბოლოს უკვე ცანცარში გადაგვეზარდა ყველაფერი და დიდ სატვირთოსაც ავუწიეთ ხელი,რომლის საბარგულიდანაც ბოჩოლა საყვარლად  იცქირებოდა
იმათაც არვიცი რატო,გაგვიჩერეს J

არის მომენტები როცა მიხარია,რომ გოგო ვარ
დამითმეს საპატიო ადგილი კაბინაში
ირაკლის და დავითაუს კიდე საპატიო ადგილი დასაკლავად გამზადებული ბოჩოლას გვერდით
მაშინ როცა მე სურათების გადაღებით ვიყავი გართული,ირაკლი მედგრად ებრძოდა ბოჩოლას, რომელმაც ჩვენი ჩანთების თავისი ექსკრემენტებით დასვრა გადაწყვიტა.
რაც ვერ გადაარჩინა იკომ,თავისი ხელით გარეცხა,ჩემს გულის არევას კიდე ეგ ამჯობინა J
რამოდენიმე წუთის მერე ჯიპში ვისხედით და ამ შავი ლაქის დავიწყებას ვცდილობდით.

მოხევე შეგვხდა..
გაკვირვებული მიყურებდა მთელი გზა და თან ჩუმად ბუტბუტებდა, რა სიგიჟეაო
ჯიუტად გვიმეორებდა კამერები აქვთ არჩვების ტბაზე არ გადახვიდეთ და არაგვის ხეობასაც ვერ ჩამოყვებით,ჩანჩქერები აქვსო
მთელი 3 დღე ვცდილობდით იმ მოხევის სიტყვების გაბათილებას.

როგორც ჭეშმარიტ უდისციპლინოებს შეეფერებათ ბილიკზე უარი ვთქვით და თრუსოს სერპანტინებს ავუყევით
როცა გზა გასწორდა და როგორც იქნა  თავდაღმართი დაიწყო და ცოტა ამოვისუნთქეთ,სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ლომებმა ახალ აღმართს ავსკდომოდით.
რა გაეწყობოდა
იყო დეკა
გაუვალი ტყე
ეკლიანი ბუჩქები
რაღაც ცხოველის ბუნაგი და იმ ბუნაგში სხვა ცხოველის დახრული თავის ქალები
წვიმას იწყებდა,მაგრამ სიარულს მაინც ვაგრძელებდით
ალბათ ზუსტად შევარჩიეთ დრო როცა უნდა გავჩერებულიყავით და კარავი გაგვეშლა,მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კიდევ ადრე იყო და სიარული შეგვეძლო
რამოდენიმე წუთში ისეთი სეტყვა დაიწყო,იმ დროს გარეთ რომ ვყოფილიყავით ალბათ სამივეს ტვინს შერყევა გვექნებოდა
ჩვენ კიდე ტვინის შერყევა გვინდოდა? ისედაც....... :)
გემრიელი სეტყვა იყო,მერე წვიმა
მერე თრუსოს ხეობაში შემოპარული ნისლები
ჭექა ქუხილი და ამ ჭექა ქუხილის თანმდევი მოგონებები ხეოშვილზე

წყალი გაგვითავდა და ელიას ვთხოვეთ დახმარება
გამოგვიგზავნა.
ცოოტა ზედმეტი კი მოუვიდა,მაგრამ ეგ არაფერი

მთელი ღამე არანორმალურად წვიმდა,არ გადაუღია არც ერთი წუთით
მთელი ღამე გრუხუნებდა და ელავდა
ბიჭებს ეძინათ გემრიელად
მე კიდე არ დამეძინა არცერთი წუთით
ღამე კარვიდან იმ ელჭექში გარეთ გასვლა ჩემი ყველაზე დიდი გმირობა მეგონა მაშინ, მაშინ ეგრე მეგონა..
დილით ისევ ნისლი,ალაგ ალაგ წვიმა და მოღრუბლული იყო
ოპერატიულად შევსანსლეთ საჭმელი და 9 საათზე დავიძარით

დაიწყო ისევ დაუსრულებელი აღმართები .. მერე გაშლილი მდელო,სადაც მგელის და კრავის გამოჩენას დიდხანს და უშედეგოდ ველოდით,სამოთხე იყო დედამიწაზე

მყინვარს ვუყურებდით შორიდან
ზუსტად მაგ დროს სამივე მანდ უნდა ვყოფილიყავით,წვერზე და იქედან დაგვენახა ქვეყნიერება,მაგრამ რას ვიზამდით :/

წინ უღელტეხილი გველოდა..

ორი იმედგაცრუება გვქონდა იმ დღეს
როცა უღელტეხილი გვეგონა და ხრამს მივადექით
ძალიან გავდა იქაურობა ყუროს ქედს.
ორჯერ წავიდნენ დაზვერვაზე ბიჭები,მაგრამ უშედეგოდ,გადასასვლელი არ ჩანდა

დაიჟინებით ითხოვდნენ თოვლიან ადგილას გადავიდეთო
დაჟინებით ვითხოდი იმ მთისთვის შემოგვევლო

უკვე მერამდენედ მადლობა ბიჭებს რომ არ მიჯერებენ,ადამიანს რომელსაც არათუ ორიენტაციის უნარი,ინტუიციაც კიარ გამაჩნია, არც ქალური, არც კაცური და არც სრედნი როდ :)


გაამართლა რისკმა,საშინელი აღმართის მერე უღელტეხილი ვიპოვეთ,იმ უღელტეხილზე  კიდე პატარა უსახელო ტბა

 ნისში დამალული ყელიწადიც გამოჩნდა
ულამაზესი იყო უღელტეხილიდან დანახული მთებში ჩამალული ტბა

გზად კიდე ერთი გემრიელი უღელტეხილი გველოდა,მანამდე კიდე სხვა უსახელო ტბაც ვიპოვეთ,რომელსაც დავითაუმ  გუბე უწოდა და კატეგორიული უარი განაცხადა მის ტბად მოხსენიებაზე

უღელტეხილის მერე გამოჩნდა ჩვენი ნანატრი ყელიწადი,ნახევართმვარე
გადავწყვიტეთ ლამაზი ხედი გვქონოდა და ტბის პირას გავშალეთ კარავი

დავითამ გადაწყვიტა ქათამი არ ყოფილიყო და ტბაში ებანავა

მე ოპერატორი ვიყავი,დავითა მთავარი მოქმედი გმირი და იკო  დაჩაგრული ადამიანი,რომელსაც ვერ გაეგო თვალები სად წაეღო დავითას გადამკიდე,რომელიც დაჟინებით გვიკრძალავდა ტრუსებში  მის დანახვას

მთელი ორი დღე ორი ოსი ქვის კაცუნა გვიყურებდა მოპირდაპირე მთიდან,
ხანდახან გვეჩვენებოდა რომ ქრებოდა და მერე ჩნდებოდა J

დილის დიალოგი : 
-როგორ გეძინა?
-როგორც პრინცესას
ღამე ორ ნივრისსუნიან მამაკაცთან ერთად მეძინა კარავში და  სხვანაირად როგორ J

დილა იყო ნახევრად მზიანი,ლამაზი ხედით და კიდე უფრო მაგარი შეგრძნებებით რომ აკრძალულ არჩვების ტბასაც  ვნახავდით

პატარა უღელტეხილი ყოფს ყელიწადს და არჩვების ტბას
გზა არცისე მარტივია,სულ ნაშალი
 ტრავერსზე ნაშალზე სიარული კი კოჭების და ნერვების მტერია

გზად კიდე სხვა უსახელო ტბებიც და ,, წესითესტბაუნდაიყოს’’ ტბებიც ვნახეთ
ყველა ტბაში დავიბანე პირი
ყველა ტბასთან გადავიღეთ სელფი

არჩვების ტბა უფრო პატარაა ვიდრე ყელიწადი,სამკუთხედის ფორმა აქვს,რომლის ორ გვერდზეც ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარი გადის
ვიცანცარეთ,ვისელფავეთ და გზა გავაგრძელეთ

არაგვის სათავეც გამოჩნდა
მერე გაქრა მდინარე სადღაც, მიწაში დაიმალა
ზემოდან ნაშალზე სიარული კი თანდათან უფრო და უფრო რთული ხდებოდა
შეგხვდა გემრიელი ჩანჩქერიც, რომელსაც გვედიდან მოვუარეთ და გვეგონა იმ მოხევის სიტყვებს გავაბათილებდით
მერე თანდათან უფრო იოლი გახდა მდინარის კალაპოტში სიარული
გაიშალა, გაფართოვდა და ჩვენც ქვებზე ადვილად დავხტოდით
ვშთანთქეთ საკვების დიდი მარაგიც და  სამშვიდობოს დავიგულეთ თავი

პირველ კანიონს მთაზე აცოცებით ავუქციეთ გვერდი ,მეორეს -კლდეზე აცოდებით
მაგრამ წინ უარესი ვიწრო კანიონი და გიჟი არაგვი გველოდა
ირაკლიმ დაზვერვა გადაწყვიტა,აცოცდა კლდეზე,მაგრამ საიმედო ვერაფერი გვითხრა,წინ კიდე  უფრო მეტად ვიწრო კანიონი იყო

ეს იყო ადგილი საიდანაც შეგვეძო დაბრუნება,თუნდაც ისეთ ადგილამდე სადაც ზემოთ აცოცებას და მერე მთა- მთა სიარულს შევძლებდით
ამის მერე სამივემ ვიცოდით რომ უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ გევქნებოდა
გიჟ არაგვში მდინარის საპირისპიროდ ამოსვლა კი არა მდინარის მიმართულებით წასვლა იყო სიგიჟე
დათას აღფრთოვანებას საზღვარი არ ქონდა ისე უნდოდა არაგვში გადაშვება,იკო ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა ახალ იდეას
მე იქ ჩასვლას ყველანაირ კლდეზე და მთაზე აცოცება მერჩივნა

ადამიანს,რომელსაც 2 მეტრიან აუზში ჩასვლა მეშინია ,გიჟ არაგვში გადახტომაზე ფიქრიც კი მზარავდა

მაინც დავეთანხმე დავითას
არვიცი რატო,არადა მეც რომ უარი მეთქვა,დათა იძულებული იქნებოდა უკან წამოსულიყო,მარტო არ გააგრძელებდა გზას

არც თოკი
არანაირი დაცვა
გიჟი მდინარე და ვიწრო კანიონი
ბირთვისის კანიონში სამივე ვიყავით ნამყოფი.სამივეს სასაცილოდ გვეჩვენებოდა იმ წუთას  ბირთვისი.. იმ მდორე წყალს,აბვიასკას და თოკებს ვნატრობდით

პირველად წამიღო არაგვმა,პირველად დამიჭირა დავითამ  და გამიყვანა სამშვიდობოს
ირაკლიც წაიღო წყალმა და დიდი ბრძოლის მერე იკოც  გამოვიდა სამშვიდობოს
შოკში ვიყავი კარგა ხანს,ხმას ვერ ვიღებდი
ვკანკალებდი
მახსოვს დავითას განწირული როგორ ვთხოვდი ამომიყვანეთქო

ამის მერე იყო დავითას აკრობატული ნახტომი და ქვაზე შემოსკუპება
იმ წუთას მეგონა ხელი მე გავუშვი და ცუდად გავხდი,არადა დავითას თითონ გაუშვია,ჩვენც რომ არ ჩავეთრიეთ დინებას და არ დავეხრჩვეთ

ერთერთი მორიგი გადასვლისას,როცა კიდე მორიგ წყალწაღებას ველოდით,დავითამ ფეხი მყარად დადგა,არც ისე ღრმა იყო წყალი  და არც ისეთი მძლავრი დინება
ბედნიერებმა ბევრი ვიცანცარეთ და სურათები გადავიღეთ წელამდე წყალში

წინ კიდე საკმაოდ გრძელი და ძალიან ვიწრო კანიონი იყო,სადაც წყალი ძალიან ღრმა და ძლიერი იყო

აქ მეორედ წამიღო არაგვმა და მეორედ დამიჭირა დავითამ
აქ მე სასო წარმეკვეთა :)

პირველად ვნახე ჩემი თავი ასე შეშინებული
მეგონა რამოდენიმე წუთის მერე შავ არაგვს ვნახავდი ფასანაურის მისადგომებთან
თუმცა დავითა ბეჯითად ებრძოდა თეთრი არაგვის ამ განზრახვას

ირაკლისაც საკმაოდ გაუჭირდა გამოსვლა,არადა დახმარებაც ძნელი იყო,დინების საწინააღმდეგოდ ასვლა
ბოლოს დინებას ჩამოყვა იკო და დავითამ ეგეც წარმატებით დაიჭირა

წინ კიდე ძალიან საყვარელი ჩანჩქერი გველოდა

ალბათ ეგ იყო ბოლო, პიკი რომლის მერეც უკვე არცერთს აღარ გვინდოდა მორიგი მსგავსი შეგრძნების გადატანა, თვით დავითაუსაც კი, რომელიც მთელი ეს პერიოდი ძალიან ბედნიერი და აღტყინებული იყო არაგვში ჯომარდობით
ბოლო ჩანჩქერის დანახვაზე ისიც  დათანხმდა იქვე მთაზე ავცოცებულიყავით
შოკიდან არცერთი არ ვიყავით ბოლომდე გამოსული
სიცივისგან და შიშისგან ერთნაირად ვკანკალებდით
იგივეს განცდის შიშით, მთას შევასკდით, რომელზეც ასვლა მხოლოდ ორი კიდურით წარმოუდგენელი იყო
ავდიოდით სწრაფად და შეუსვენებლად
არ იყო ადგილი სადაც ორივე ფეხს დადგამდი ერთდოულად და დაისვენებდი
წინ ირაკლი მიდიოდა,მერე მე და ბოლოს დავითა, რომელსაც კეტები უცურავდა ბალახზე და ფაქტიურად  მთელი ის აღამართი მარტო ხელებით ამოიარა
თან სიმაღლის შიში ქონდა
არადა თითქმის ვერტიკალურ მთას მივყვებოდით
სიმაღლეს ვკრეფდით ძალიან სწრაფად და არაგვი სულ უფრო და უფრო დაბლა რჩებოდა

რამდენად განსვავებულია ადამიანის შეგრძნებები, შიშები
მაშინ როცა მე შიშისაგან ვკანკალებდი არაგვის კანიონის გავლისაც, დავითა ბედნიერებას, აღტაცებას და სიამოვნებას ვერ მალავდა
მე კიდე ნებისმიერ დაკიდულ აღმართს ავივლიდი ოღონდ ისევ იმ კანიონში არ გამევლო
ამ დროს დავითას ქვემოთ ჩახედვის ეშინოდა

რამდენიმე საათიანი შეუსვენებელი ცოცვის მერე გამოჩნდა ადგილი სადაც ორივე ფეხს მყარად და გვერდიგვერდ ვდგამდით
ბედინერებისთვის ეგეც საკმარისი იყო

იკომ მარჯვნივ დაიწყო მოძრაობა ,მე მარცხნიდან ვცდილობდი უფრო იოლი გზის პოვნას
აქ დაუშვა იკომ ყველაზე დიდი შეცდომა
როცა ჰქონდა მობრუნების შანსი და არ მობრუნდა
მეც ავედი სიმაღლეზე,თუმცა მერე მარტო ვერ გავბედე სიარულის გაგრძელება, წინ დიდი კლდე ჩანდა  და არვიცოდი იმის იქეთ რა დამხვდებოდა,შევძლებდი თუარა გზის გაგრძელებას, ან მერე უკან ჩამობრუნებას

დავითა გზის გაგრძელებას აღარ,ვეღარ  აპირებდა

პირველად როცა მაშველები ახსენა, არასერიოზულად აღვიქვი
სიცილი დავიწყე
მერე კარგა ხანს ვიდექი და ვფიქრობდი რა მექნა
ამ დროს უკვე იკო გაჭედილი იყო,ვეღარც წინ მიდოდა და ვეღარც უკან ბრუნდებოდა
წინ წასვლას აზრი არ ჰქონდა,იმ კლდეზე მეც გავიჭედებოდი
ბევრი წრუწუნის მერე სიმწრით აცოცებულ აღმართზე ისევ ჩამოვცოცდი

დაალოებთ 10 მეტრის სიგრძის კლდის ქიმი იყო,რომელსაც ისეთი სიგანე ჰქონდა რომ ორივე ფეხს გვერდიგვერდ და მყარად ვდგამდით.

უკან დაბრუნებაც არარეალური იყო,ჯერ იმ საშინელ აღმართს ისე თუ ჩავივლიდით,რომ არაგვში სწრაფად არ ჩავშვებულიყავით,ის ჩანჩქერი მოგვიღებდა მაინც ბოლოს

გადაწყდა მაშველებთან დარეკვა
დავითაუმ თავის თვაზე აიღო
ცოტა ხანში დაგვირეკეს და დახმარებას დაგვპირდნენ
პირველად ნაკლებ სერიოზულად აღიქვევს მემგონი
დავითას თხოვნაზე რომ ვეტმფრენი დაგვჭირდებოდა,ცოტა უწმაწური  პასუხი მივიღეთ
ფეხით აპირებდნენ მოსვლას,ოღონდ ვერ გადაეწყვიტათ  როგორ,ზემოდან თუ ქვემოდან
კარგა ხნის მერე როცა ყაზბეგის გადმოსახედიდან დაგვინახეს სად ვიყავით,
როცა ჩვენმა მეგობრებმა ,,ზემოთ’’ დარეკეს,
 მიხვდნენ,რომ ვეტმფრენის გარეშე ვერ შეძლებდნენ ჩვენს დახმარებას

გვირჩიეს შევგუებოდით იმ აზრს რომ ღამის იქ გათენება მოგვიწევდა.
ირაკლისაც გავუზიარეთ აზრი და დიდად არ მოიხიბლა ამ ინიციატივით

რადგან თითონ ვერ ახერხებდა ვერც წინ და ვერც უკან დაბრუნებას, ჩანთის დაშვება გადაწყვიტა
თითქმის დაიჭრა დავითამ, მაგრამ სიმძმისგან და სიჩქარისგან ხრამისკენ გაქანდა იკოს ჩანთა
რაც იმას ნიშნავდა,რომ იკოს იქ ზემოთ მარტო ,საჭმლის,სასმელი წყლის და საძილეს გარეშე მოუწევდა გათენება

თუ ამ სიტუაციაში კარგი სიტუაცია შეიძლება რამე იყოს,მე და დავითა ვიყავით ეგეთში
დასაჯდომი და გაჭირვებისას დასაწოლი ადგილიც გვქონდა
გვქონდა კარვის ტენტი,საძილე,წყალი,კამფეტი და ცოტა ყველი
ჩვენი მთელი სურსათ- სანოვაგე იკოს ჩანთასასთან ერთად ხრამში იყო

რაც მთავარია ტელეფონი იჭერდა,სახლებში შეგვეძლო დაგვერეკა
როცა დედაჩემს ძალიან მხიარულ ხმით ველაპარაკე რომ ძალიან მაგარი ადგილას ვიყავი და ცოტა მაგვიანდებოდა ხეობიდან გამოსვლა,ისეთი დამაჯერებელი ვიყავი,რომ ძალიან აღვფრთოვანდი საკუთარი შესაძლებლობებით,ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე,არადა ერთმანეთის გვერდის ავლასაც ვერ ვახერხებდით და სადღაც კლდის ქიმზე უნდა გაგვეთენებინა ღამე

მეცოდებოდა ირინოლა,რომელმაც იცოდა სად ვიყავით და ძალიან ნერვიულობდა

იკომ ზემოთ გააგრძელა ასვლა და ცოტა ხანში უკვე ხმასაც ვეღარ გვაწვდენდა
მე და დავითამ დაგავწყვიტეთ სიგანეზე გაგვეშალა პარალონები.იმ შემთხვევაში,თუკი ჩაგვეძინებოდა, გადაბრუბეისას ხრამში რომ არ აღმოვჩენილიყავით
თავი დაღმართზე გვქონდა,ქვემოთ კიდე ბალახის გროვა მქონდა ნიშნულად,იმის დაბლა უკვე -პიზდეც  : )

გადაწყდა:
რომ არ გავყინულიყავით და დავხოცილიყავით ერთად უნდა დაგვეძინა
ის ჩემზე ცუდს არაფერს იფიქრებდა და მე მასზე ცუდს არაფერს ვიფიქრებდი  J

მთელი ღამე წვიმდა გარეთ
ტენტის შიგნითაც მთელი ღამე წვიმდა,ცოტა ნაკლები ინტენსივობით
ფეხები ჩემს პარალონზე მედო,ტანი მიწაზე და თავი დავითას პარალონზე
მთელი ღამე ვცურავდით სველ საძილეებში
მთელი ღამე იმაზე ვლაპარაკობდით სად დავუშვით შეცდომა
რომ იკოს მარტო წასვლა გაუმართლებელი იყო
მანამ სანამ ჯერ კიდე ჰქონდა შანსი  უკან მობრუნების, უნდა მობრუნებულიყო
ახლა რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო,თუნდაც უჩანთოთ,არაფერი გაუჭირდებოდა

რამდენჯერ დავიწყებდით იმაზე ლაპარაკს იკოს რამე არ დაემართოსთქო,თავს და ერთმანეთსაც ვაჯერებდით, რა უნდა დაემართოსთქო,არადა ორივემ ზუსტად ვიცოდით ის სიტყვა,რომელსაც ცოცხალი თავით არცერთი არ ვახსენებდით

ამ დროს იყო  სადღაც კლდეზე მარტო
სადაც ისიც არ ვიცოდით იპოვა თუ არა მყარად დასადგომი ადგილი
არა წყალი
არა საჭმელი
არა საძილე
მარტო ერთი თხელი მაისური და სველი შარვალი
არადა მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა
როგორ გაათენებდა მარტო
ჩვენ ერთმანეთი გვყავდა იმედად და არც თავს და არც ერთმანეთს არ ვაძლევდით ცუდზე ფიქრის საშუალებას ის კიდე იქ მარტო იყო
გაუძლებდა თუ არა არცერთმა არ ვიცოდით
და საერთოდაც თვითგადარჩენის ზღვარზე არავინ იცის  ვინ როგორ მოიქცევა,სანამ არ აღმოჩნდები მსგავს სტუაციაში
გააჩნია როგორი ადამიანი ხარ
თუ ძლიერი ხარ, გაუძლებ
თუ არა და შეიძლება გაჭედო
მიუხედავად იმისა რომ ორივე წლებია იკოს ვიცნობთ,საკმაოდ რთულ ლაშქრობებშიც ერთად ვყოფილვართ,არ ვიცოდით როგორ მოიქცეოდა

დათა ძალიან განიცდიდა ირაკლის ჩანთის დაკარგვას,მე კიდე არ აღვიქვამდი ამას დიდ დანაკლისად,მიუხედავად იმისა რომ ყველა საბუთი,აღჭურვილობა და სხვა ბევრი საჭირო ნივთი ჰქონდა იკოს იქ.

ღამე ქვათა ცვენა იყო...
ჯერ არმინდოდა მეთქვა,მერე მაინც ვერ მოვითმინე
დავითასაც ეღვიძა
სიტყვის უთქმელად მივხვდით ორივე რასაც ვფიქრობდით,მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ეს იკო არ იქნებოდა

მთელი ღამე წინ განათებულ გუდაურს ვუყურებდით
სადაც დავითას აზრით ხალხი ,,მაააგარს გულაობდა’’
ჩვენ კიდე ამ დროს გვაწვიმდა
თითოეული გვერდზე გადაბრუნება ხრამში ჩავარდნის რისკი იყო
იკო კიდე სად იყო წარმოდგენაც არ გვქონდა
სირცხვილისგან ვეღარ ვწუწუნებდით ვერცერთი
ერთადერთი რაც გვინდოდა დილით ირაკლის დანახვა ან ხმის გაგონება იყო


6 საათზე აღარც წვიმდა და ინათა როგორც იქნა

ჯერ იკოს ხმა გავიგეთ
ცოტა ხანში ევტმფრენის
მაშველები მალევე შეგვეხმიანნენ
 გვითხრეს რომ უკვე აქ იყვნენ და როგორც კი ნისლი გადაიყრებოდა მოგვაკითხავდნენ

ყველაზე მეტად რაც იმ წუთებში გაგვიხარდა,იყო იკოს ხმის გაგონება 
ცოცხალი იყო და სხვას არ ჰქონდა მნიშვნელობა
დაბლა ჩამოვიდა ჩვენთვის რომ ხმა მოეწვდინა
უკვე აღარ ვდარდობდით,ვიჯექით გაყინულები და ნისლის გადასვლას ველოდით

დათამ უმი ანაკომი გაანადგურა
მე ყველის დარჩენლი ულუფა
სამი კაფეტი გადავინახეთ მშიერი და გადარჩენილი იკოსთვის.

ნისლი გაფანტვის მაგივრად უფრო და უფრო შემოდიოდა ხეობაში,ყველა მხრიდან,ხანდახან ერთი მეტრის რადიუსშიც აღარ იყო მხედველობა
თბილისიდან გვითხრეს რომ დღის მეორე ნახევრისთვის გამოიდარებდა

ალბათ სხვა დროს და სხვა სიტუაციაში უდიდეს სამოვნებას მივიღებდით იმ ხედების,ნისლების ყურებით,მაგრამ ახლა მარტო მზის გამონათება და ცოტა ქარი გვინდოდა ეგ ნისლები რომ გადაეყარა

12 სათისთვის ცოტა შეთხელდა ნისლი ჩვენს ირგვლის,ვეტმფრენიც გამოჩნდა,მათაც დაინახეს ჩვენი ადგილი
გადაწყდა ჯერ იკოს აიყვანდნენ, მერე ჩვენ
არადა ისეთ ქიმზე ვიჯექით,საშიში იყო ვეტმფრენის ფრთებისგან გამოწყვეულ ქარს ხრამში არ გადავეყარეთ

იკო ისევ შეგვეხმიანა და დაჟინებით მოითხოვა მისი გადარჩენის ოპერაცია ვიდეოთი გადამეღო

მივხდით კარგად იყო ;)

დავინახეთ როგორ აფრინდა ვეტფრენი ყაზბეგის გადმოსხედიდან,შემოუარა კლდის ქიმს და იკოს ასაყვანად გაჩერდა
დავითა თავის ჩანთას ეჭიდებოდა,მე დავითას ფეხს და ისე ვუყურებდით როგორ დაეშვა თოკით მაშველი და ცოტა ხანში იკო ჩაბმული აიყვანეს ზემოთ
ჩვენი ჯერი იყო
გადაწყდა ჯერ მე ამიყვანდნენ

ოპერატორის დანახვისთანავე მივხვდით გაგვატელევიზორებდნენ.
არადა სახლში როგორ გემრელად მოვიტუეთ,რომ ხეობაში დაგვიღამდა და დილითაც ნისლის გამო გვიგვიანდებოდა გამოსვლა
რას გავაწყობდით....

ჩვენ ადვილად აგვიყვანეს კიბით
ჯერ მე ამიყვანეს,მერე ჩემი და დათას ჩანთა და ბოლოს თვითონ დათა
ყველაზე მეტად გაგვიხარდა გაყტიურებულ-გაუბედურებული იკოს დანახვა ვეტმფრენში
სამივე ცოცხლები ვიყავით
მცირედი დანაკარგებით,მაგრამ მაინც
უკვე შეგვეძლო ფრენითაც გვესიამოვნა
მითუმეტეს როცა იკოს ძალიან უნდოდა ფრენა,თუშეთში მთელი ერთი კვირა დაჟინებით,მაგრამ უშედეგოდ მეხვეწებოდა სამსახური გამეცდინა და  სასაზღვროს ვეტმფრენს დავლოდებოდით.

იკოს მისთვის შენახული 3 კამფეტი  ვუწილადეთ,რომლიდანაც 2 მაშველებმა შეუჭამეს J

ჩამოვედით თბილისში და უკვე მერამდენედ გავეცით კითხვებზე პასუხი,იქ რა გვინდოდა,საიდან მოვხვდით და სად მივიდოდით
ბოლოს უფროსმა დამრიგებლური ტონით და ცოტა უფრო კულტურულად დაგვარიგა,იქ ნუ გაეკვეხებით  სადაც გზა არ იცითო და გამოგვიშვა.

მადლობები:
იკოს იდეისთვის
ზურას და ბატონ გულადს საშვზე დახმარებისთვის,რომელიც მარტო სუვენირად გამოვიყენეთ
ჭიათურელ,მოხევე და გუდამაყრელ მძღოლებს ავტოსტოპისთვის
ოს სეპატარისტებს სიზარმაცისთვის და საზღვრის არ შემოწმებისთვის
დავითას ორჯერ არაგვის კლანჭებიდან გამოხსნისთვის
თაკოს დას ,,ზემოთ" გადარეკვისთვის
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს და ყოჩაღ მაშველებს ჩვენი გადარჩენისთვის
ტარტალიოტს ჩვენი თბილისში ჩამოყვანისთვის
ორ გიჟ ადამიანს ასეთი თავზეხელაღებულობისთვის 
 საკუთარ თავს
არ გაჭედვისა და კიდე უფრო ბევრი სიგიჟისთვის.

ასე დასრულდა 3 თავზეხელაღებულის პრაგულკა ყელიწადზე
ანუ

Мы здесь  гуляли J

29.08-01.09.2014